2017 წელს საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა

საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა. შინაგანა საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი 59,6%-ით გაიზარდა.კერძოდ, 2016 წელს რეგისტრირებული იყო 228 ფაქტი, 2017 წელს კი 364. ამასთან, შსს-ს სტატისტიკით, 2016 წელს ჩადენილი დანაშაულიდან გაიხსნა 123 ფაქტი, 2017 წელს კი 196.

დანაშაული ფულადსაკრედიტო სისტემაში გაზრდილია 13,6%-ით. 2016 წელს რეგისტრირებული იყო 511 დანაშაული, 2017 წელს კი 581. სამაგიეროდ, ამ შემთხვევაში გაზრდილია გახსნის მაჩვენებელი. 2016 წელს რეგისტრირებული დანაშაულიდან გაიხსნა 19,5%, 2017 წელს კი 26,1%.

სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ 2017 წელს რეგისტრირებული იყო 35 დანაშაული, საიდანაც გაიხსნა 20 შემთხვევა. 2016 წელს კი დანაშაულის 27 შემთხვევა დარეგისტრირდა, საიდანაც გაიხსნა 16.

რაც შეეხება საფინანსო საქმიანობის სფეროს, აქ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა. 2016 წელს საფინანსო საქმიანობის სფეროში რეგისტრირებული იყო 225 დანაშაული, საიდანაც გაიხსნა 108 შემთხვევა. 2017 წელს კი რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 187-მდე შემცირდა, ამავე წელს გაიხსნა 82 შემთხვევა, გახსნის მაჩვენებელმა კი 43,8% შეადგინა.