2017 წლის დეკემბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 73.3 მილიონი ლარით გაიზარდა და 394.5 მილიონ ლარს გაუტოლდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის დეკემბრის მიმოხილვაშია მოცემული.
სებ-ის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო.
„ვადაგადაცილებული სესხების 44.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.8 პროცენტს გაუტოლდა,“- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.