2017 წლის წლის დეკემბერში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 10 025 კილოვატი შეადგინა, მაშინ როცა იმავე წლის იანვარში ეს მონაცემი 239 კილოვატი იყო.
შესაბამისად, გამოდის, რომ შარშან ელექტრომობილების მიერ დენის მოხმარება 42-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია E-space ავრცელებს, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების დამტენ სადგურებს ამონტაჟებს.
კომპანიამ დამტენების დამონტაჟება 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და ამ დროისათვის მათი რაოდენობა 40-ს აღწევს.
ჯამში, 2017 წლის განმავლობაში, ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 49,481 კილოვატი, ხოლო ავტომობილების დამუხტვის რაოდენობამ 6,175 ტრანზაქცია შეადგინა.
ამასთან, E-space-ს ინფორმაციით, ამ ტრანზაქციების შედეგად, 2017 წელს 41 ტონაზე მეტი Co2 არ გავრცელდა ატმოსფეროში.