კომპანია „ტესლას“ დამფუძნებელმა, ილონ მასკმა, დაანონსებიდან ზუსტად ოთხ დღეში ყველა ცეცხლისმფრქვრეველი გაყიდა და „ტვიტერში“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა, რომ არ აპირებს მეტი შეკვეთის მიღებას 500 დოლარიან მოწყობილობაზე.
მისივე განცხადებით, მან უკვე გაყიდა 20 ათასი ცეცხლისმფრქვრეველი, რომელიც როგორც თავად აცხადებდა, სამომავლოდ ზომბების მოგიერიებაში დაეხმარებოდა ადამიანებს.
აღნიშნული წამოწყება გახლდათ მასკის ერთ-ერთი მიზანი იმისთვის, რომ მოეგროვებინა 10 მილიონი დოლარი მისი გვირაბისმთხრელი ბიზნესისთვის - The Boring Company.
The Boring Company, ეს არის 2016 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელიც ლოს ანჟელესის მიწისქვეშ აპირებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას. შეგახსენებთ, ამავე მიზნისთვის მასკმა გასულ წელს 20 დოლარიანი 50 ათასი კეპიც გაყიდა და მოგება მთლიანად ამ კომპანიას მოახმარა.
კოკა კვირკველია