ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ევროპაში რესტორნებს სტუმრებისთვის წყლის უფასოდ მიწოდების ვალდებულება დაეკისრებათ

ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილის ფრანც ტიმერმანსის განცხადებით, ხუთშაბათს ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ევროპული დირექტივის გადახედვისთვის.

ინიციატივა გააუმჯობესებს სასმელი წყლის ხარისხს ევროპაში და გაზრდის მის ხელმისაწვდომობას.

ცნობისათვის, ევროკავშირის 23 მილიონამდე მცხოვრებს დღეს ხელი არ მიუწვდება წყლის განაწილების საერთო სისტემაზე. ახალი წესის შემოღებით კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულები იქნებიან საკუთარ მოქალაქეების სუფთა წყლისადმის წვდომა გააუმჯობესონ. პრაქტიკაში კი ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წყლის ონკანების დამონტაჟება. ამასთან, ახალი წესით უნდა დაიწყოს საინფორმაციო კამპანია წყლის ხარისხთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობა სვამს, ასევე განვითარდეს სუფთა წყლისადმი ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებსა (რესტორნები, ბარები და სხვა) და ადმინისტრაციულ დაწესებულებეში.

ხუთშაბათს მიღებული წინადადება მოწოდებულია, დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლება სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და მისი გატარება მოხდება სამოქალაქო ინიციატივის „წყალი - ადამიანის უფლება“ ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ ბოთლიდან წყლის მოხმარების შემცირება ევროკავშირის მოსახლეობაში წლიურად 600 მილიონ ევროს დაზოგავს.

კოკა კვირკველია