ეკრანებზე „პეპსის“ ახალი რეკლამა გამოჩნდა, სადაც სინდი კროუფორდი, ბრიტნი სპირსი და მაიკლ ჯექსონი მონაწილეობენ.
როგორც „ბიზნესინსაიდერი“ წერს, „პეპსის“ ახალი 30 წამიანი რეკლამა 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან რეკლამად დასახელდა.
ცნობისთვის, სინდი კროუფორდი „პეპსის“ რეკლამაში 1992 წელსაც მონაწილეობდა. ვიდეომ მაშინ უდიდესი წარმატება მოიპოვა. 26 წლის შემდეგ კი სინდი „პეპსის“ რეკლამაში კვლავ დაბრუნდა.