2019 წელს საქართველოში მსოფლიო გიდების ასოციაციის კონგრესი ჩატარდება

2019 წლის იანვარში თბილისი მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს.WFTGA Convention 2019-ის წინამოსამზადებელი სამუშაოებთან დაკავშირებით გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ალუშკა რიჩი და ვიცე-პრეზიდენტი- მერი კემპ-კლარკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი ჩოგოვაძემ სტუმრებს თბილისის ისტორიულ უბნებში მეგზურობა გაუწია და ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტები გააცნო.

10 დღის განმავლობაში გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის დელეგაციის წევრები შერჩეული ობიექტების, სამუშაო ჯგუფის, სატრანსპორტო კომპანიების და დაგეგმილი მიმართულებების ინსპექტირებას მოახდენენ. მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს საქართველოში მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 500 ტურისტული გიდი დაესწრება.

2010 წლიდან WFTGA-ს წევრია საქართველოს გიდების ასოციაცია, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ კენჭისყრის შედეგად მართავს მსოფლიო მასშტაბის კონგრესს. 1985 წლიდან კონგრესს მასპინძლობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ავსტრია, ფინეთი, კანადა, ჩინეთი და ა.შ.