საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშწორებას სმარტფონით ამჯობინებს

საქართველოს მოსახლეობის 83% საბანკო სერვისების გაციფრულებას ემხრობა, ხოლო ოთხიდან სამი მოქალაქე უკონტაქტო გადახდისთვის სასურველ მოწყობილობად სმარტფონს ასახელებს.

ასეთია Mastercard-ის მიერ დაკვეთილი კვლევის, „ცხოვრების გაციფრულების“ შედეგები.

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი გლობალურ ციფრულ ტრენდებს არა მხოლოდ მხარს უჭერს, არამედ ზოგიერთი მიმართულებით ევროპულ პრიორიტეტებს უსწრებს კიდეც. საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების მიმართ მოთხოვნა რომ მაღალია, ამას Mastercard საქართველოს და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, იგორ სტეპანოვიც ადასტურებს, რომელმაც ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები საზოგადოებას ცოტა ხნის წინ წარუდგინა. „კვლევის შედეგად,

ციფრული ანგარიშსწორების მიმართ მოსახლეობის მაღალი ინტერესი დადასტურდა, რაც ძალიან სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოსახლეობა ინოვაციებისთვის მზად არის. “- აღნიშნა Mastercard საქართველოს და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა იგორ სტეპანოვმა.

კვლევის მონაწილეთა 74%-მა მობილური ტელეფონით ანგარიშსწორება გადახდის ყველაზე სასურველ ფორმად დაასახელა, როცა მანამდე ევროპაში ჩატარებულმა კვლევამ (Mastercard Impact of Innovation) გამოავლინა, რომ ევროპელთა შორის სმარტფონით ანგარიშსწორების ტრენდს რესპოდენტთა მხოლოდ 60% ემხრობა. რაც შეეხება გადახდებისთვის იდენტიფიკაციის უპირატეს მეთოდს, საქართველოში გამოკითხულ მოქალაქეთა 44% უპირატესობას თითის ანაბეჭდების ამოცნობას ანიჭებს, მაშინ, როცა ევროპაში გამოკითხულთა შორის ამ მეთოდს პრიორიტეტი 38%-მა მიანიჭა. გამოკითხვის მონაწილეთა 85% საბანკო სერვისების გაციფრულებას ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 76%-მა აღნიშნა, რომ ციფრული მომსახურების პოზიტიური გამოცდილება დღეისთვის უკვე აქვს.

სწორედ ასეთი სტატისტიკური მონაცემების და მსოფლიოში არსებული ტრენდების გათვალისწინებით, იგორ სტეპანოვი მიიჩნევს, რომ 2018 წლის ბოლოს ყველა ელექტრონული სავაჭრო ორგანიზაცია მობილურ ინტერფეისს გამოიყენებს, - „კლასიკური ელექტრონული კომერცია რჩება, მაგრამ ყველაფრის გადატანა მობილურ ტელეფონში ხდება, რაც ნორმალურია იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მობილური ტელეფონის გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმოგვიდგენია,“ - განაცხადა იგორ სტეპანოვმა.

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გადახდის საშუალებად ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი მობილური ტელეფონის გამოყენება იმიტომ ურჩევნია, რომ გადახდის ეს ფორმა ოპერაციების სწრაფად შესრულებისა და დროის ეკონომიის საშუალებას იძლევა, რაც Mastercard-ის კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 69%-მა ხაზგასმით დააფიქსირა. კვლევაში ასევე გამოიკვეთა, რომ მოქალაქეებისთვის გამოყენების სიმარტივესა და ნებისმიერ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

bpn

იგორ სტეპანოვი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მხრიდან ციფრული გადახდის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი ისტორიულმა გამოცდილებამ განაპირობა, იმან, რომ ტელეფონის საბანკო სტიკერები გადახდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს. სწორედ ამან წაახალისა მომხმარებლები ანგარიშსწორება მობილურის მეშვეობით განეხორციელებინათ. მომავალში, Mastercard-ში გეგმავენ ეს პროცესი კიდევ უფრო კომფორტული გახადონ.

Mastercard-ის წარმოდგენილმა კვლევამ ასევე გვაჩვენა, რომ გამოკითხულთა 48% ანგარიშსწორებისთვის უკონტაქტო ბარათს იყენებს, უნაღდო ანგარიშსწორებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი კი სურსათით საცალო ვაჭრობის ობიექტები აღმოჩნდა.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, Mastercard-ში მიიჩნევენ, რომ საქართველო ციფრული ტექნოლოგიების დარგში ინოვაციებისთვის გახსნილი ქვეყანაა.

„უკონტაქტო ბარათი საქართველოში უკვე იქცა სისწრაფისა და კომფორტის სიმბოლოდ და დღეს ვხედავთ ახალი ტრენდის დაბადებას - სმარტფონით ანგარიშსწორებას. ჩვენ, Mastercard-ში, პარტნიორ ბანკებთან ერთად, ცხოვრების ციფრული სტილის განვითარებისთვის ბევრს ვმუშაობთ. კერძოდ, საქართველოში ტელეფონით ანგარიშსწორებისთვის საჭირო NFC-საფულეების გამოჩენამ ბარათების მფლობელებს ციფრული გადახდების ახალი შესაძლებლობები შეუქმნა. დღეს ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ გადახდებისთვის ბიომეტრიული გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რაც ონლაინ-შოპინგისა და ტელეფონით ან პლანშეტით ანგარიშსწორების დროს თითის ანაბეჭდისა და სახის ამოცნობის მეშვეობით უსაფრთხო გადახდების განხორციელებას გახდის შესაძლებელს,“ -ამბობს იგორ სტეპანოვი.

ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები ბარათების უფრო მეტად გამოყენებას ტაქსებში, ტრანსპორტში და ონლაინ-შოპინგისთვის ისურვებდნენ. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი ბანკებისგან რამდენიმე საკვანძო უპირატესობის მიღებას ისურვებდა. მაგალითად, 54%-ს ბანკებისგან სპეციალური შეთავაზებების მიღება სურს, 48%-მა სხვა ბანკების ბანკომატებით სარგებლობის, ხოლო ასევე 48%-მა ფასდაკლებული საბანკო პროდუქტების მიღების სურვილი გამოთქვა.

სწორედ ამ მოთხოვნების გასათვალისწინებლად, Mastercard-მა ქართულ ბანკებთან აქტიურად მუშაობა უკვე დაიწყო. Mastercard-ის ბიზნესის განვითარების დირექტორის, იური ბატხინის თქმით, ჩვენს ქვეყანაში კომპანიას დიდი გეგმები აქვს.

„დიდი გეგმები გვაქვს: ჩვენ ვაპირებთ სამ ბანკს - VTB-ს, საქართველოს ბანკს და თიბისის გავუწიოთ დახმარება და მათი კლიენტები მოვამზადოთ - ჩავატაროთ მოტივაციური კამპანია უნაღდო ანგარიშსწორების პოპულარიზაციისათვის. ასევე ვმუშაობთ ახალი მობილური აპლიკაციის გამოყენებაზე, იდენტიფიკაციის მეთოდებზე და მრავალი გადახდის ონლაინ-რეჟიმში გადაყვანაზე,“ - აღნიშნა მან.

უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნაა ინოვაციურ პროდუქტზე ჯანდაცვის, განათლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროებში, რომელთა დანერგვასაც Mastercard-ი სამომავლოდ გეგმავს.

კვლევაში სახელად Digitalization of Life 2017, რომელიც Mastercard-ის დაკვეთით კომპანია IPM Research-მა ჩაატარა, მონაწილეობა მიიღეს როგორც საბანკო მომსახურების, ისე საბანკო ბარათების მომხმარებლებმა. გამოკითხვა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის 1000-მდე, 20-დან 75 წლამდე მოქალაქეს შორის ჩატარდა.

კომპანია Mastercard მსოფლიო ბაზარზე უკვე 52 წელია წარმატებით ფუნქციონირებს და საგადასახახადო გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიებში სპეციალიზებული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში უსწრაფეს საგადასახადო ქსელს მართავს. აღნიშნული ქსელი 210-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის მომხმარებლებს, ფინანსურ დაწესებულებებს, სავაჭრო საწარმოებს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო სექოტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. Mastercard-ის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების წყალობით, ისეთი ყოველდღიური კომერციული საქმიანობები, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა და ბიზნესისა და ფინანსების მართვა ყველასთვის უფრო მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური ხდება. კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობისა და უფრო ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Mastercard-ს სოციალურ ქსელ ტვიტერში (@MastercardNews), მიიღოთ მონაწილეობა განხილვებში Cashless Pioneers Blog-ზე და გამოიწეროთ ახალი ამბები Engagement Bureau-დან.

მარიამ მენაბდიშვილი