საქართველო თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში მე-16 ადგილზეა

მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო 76,2 ქულით მე-16 ადგილზეა. Heritage fund-ის წლევანდელ რეიტინგში, გასული წლის შემდეგ, საქართველოს მონაცემი 0,2 ქულით გაუმჯობესდა, რაც უპირველეს ყოვლისა საკუთრების უფლების მხრივ მიღწეულმა წინსვლამ განაპირობა. თუმცა ისეთი მიმართულებით როგორიცაა მთავრობის კეთილსინდისიერების, იურიდიული ეფექტურობისა და ფისკალური სიჯანსაღის მიმართულებები, მცირედი კლება შეიმჩნევა.

ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2018“ საქართველო ევროპის 44 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა და მსოფლიოს მასშტაბით საშუალოზე უკეთესი მონაცემი აქვს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო საერთო ჩამონათვალში მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნების გრაფაში მოხვდა. ჩვენზე პოზიციით მაღლა იმყოფება შვედეთი, ხოლო დაბლა ნიდერლანდები. რეიტინგის სათავეში სრულად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი მოიპოვა მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ, შესაბამისად, პირველ ექვს პოზიციაზე სწორედ ისინი იკავებენ. ესენია: ჰონჰ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ავსტრალია და ირლანდია.

კოკა კვირკველია

bpn