პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2018 წელს 8 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს , ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან - 3 მილიარდ აშშ დოლარს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის თქმის საფუძველს 2018 წლის იანვრის მონაცემები იძლევა.
"2017 წელი რეკორდული იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, 7 მილიონ ნახევარი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს და 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმიდან. მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაფიქსირდა ასევე ზრდა და ჩვენ გაგვიჩნდა პოზიტიური მოლოდინები, რომ 2018 წელი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი ჩვენს ქვეყანაში. იანვრის თვის მონაცემები ჩვენ საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ ახალი პროგნოზები და უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ 2018 წელს საქართველო 2 ახალ ნიშნულს გადალახავს ტურისტების რაოდენობით - პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2018 წელს გადააჭარბებს 8 მილიონიან ნიშნულს, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან - 3 მილიარდ აშშ დოლარს", - განაცხადა ჩოგოვაძემ.