პლანეტის გავლენიანი დედები დასახელდნენ

ბრიტანულმა გამოცემამ Working Mother, პლანეტის გავლენიანი დედების რეიტინგი გამოაქვეყნა.

50 ცნობილ ქალბატონს შორის ფინანსების, შოუ-ბიზნესის, მოდის და სხვა სფეროს წარმომადგენლები მოხვდნენ.

მეცნიერების, ფინანსებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალბატონებისგან ყველაზე გავლენიანებად აღიარეს: Apple-ს ვიცე-პრეზიდენტი ანჯელა არენდტსი (Angela Ahrendts), მსოფლიო ბანკის გენერალური დირექტორი შრი მულიანი ინდრავატი (Sri Mulyani Indrawati), JPMorgan Chase-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი მარიან ლეიკი (Marianne Lake), Yahoo-ს გენერალური დირექტორი, მარისა მაიერი (Marissa Mayer), Facebook-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი შერილ სანდბერგი (Sheryl Sandberg), საერთაშორისო სტრატეგიების დირექტორი კეტი ჯეიკობს სტენტონი (Katie Jacobs Stanton).

გამოვლინდნენ ასევე წარმატებული დედა-პოლიტიკოსები: ტაილანდის პრემიერ-მინისტრი ინგლაკ ჩინვატი (Yingluck Shinawatra) და ნიუ-იორკის შტატის სენატორი კრისტენ ჯილინბრენდი (Kirsten Gillibrand).

დედა-ფილანტროპი გახდა, ბილ გეითსის მეუღლე მელინდა გეითსი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ Bill and Melinda Gates Foundation-ს მართავს.

რითეილის და წარმოების სფეროში პირველობა General Motors-ის გენერალურმა დირექტორმა, მერი ბარამ (Mary Barra) მოიპოვა.

რეიტინგი დედის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა 11 მაისს აღნიშნავს.