თბილისის გულში, სავაჭრო ცენტრ ”გალერია თბილისში” ამერიკული რესტორნების ქსელის KFC-ის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა.
KFC მსოფლიო მასშტაბით 20 000-ზე მეტ რეტორანს აერთიანებს 120-ზე მეტ ქვეყანაში, თბილისში კი ეს რიგით მეხუთე ობიექტია.
რესტორნების ქსელმა სახელი შემწვარი ხრაშუნა ქათმის ბარკლებით გაითქვა. ასე იშიფრება მისი დასახელებაც KFC-Kentucky fried chicken - კენტუკის შემწვარი ქათამი. კენტუკი კი ის ქალაქია აშშ-ში, სადაც KFC-ის დამფუძნებელმა ჰარლამ სანდერსმა 1930 წელს პირველი კვების ობიექტი საკუთარ ავტოსახელოსნოში გახსნა. მაშინ სახელოსნოში მხოლოდ 1 მაგიდა და 6 სკამი იყო, 11 სახეობის ბალახ-ბულახით შეკაზმულ ვარიებს კი თავად ამზადებდა.
“მსოფლიოში პოპულარული KFC, ადგილობრივ ბაზარზეც ორიენტირებულია განვითარებაზე. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ უკვე თბილისის გულში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ს/ც ,,თბილისი გალერიაში,, ვართ წარმოდგენილები.
მინდა მომხმარებელს შევახსენო, რომ KFC ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას მოვიდეს ექსკურსიაზე ჩვენს სამზარეულოში, რათა გაეცნოს პროცესს, თუ როგორ მზადდება გემრიელი შეკვეთა, რომელსაც თქვენ ასე ელით," - მარიამ წამალაშვილი, kfc-ის მარკეტინგის დირექტორი.
We don't serve fast food, we serve fresh food as soon as possible and it’s finger lickin’ good! - ასეთია კომპანიის მიდგომა. "ჩვენ არ გემსახურებით სწრაფი კვების კერძებით, ჩვენ გემსახურებით ჯანსაღი ინგრედიენტებით, რაც შეგვიძლია სწრაფად ისე, რომ თითებს ჩაიკვნეტ! - თურმე, KFC-ის რესტორნებში შეკვეთის მიღების დრო 30 წამია, გაცემა კი 60 წამის განმავლობაში ხდება.
რესტორნების ქსელი, რომელიც მრავალფეროვანი მენიუთი, მისაღები ფასებითა და სასიამოვნო გარემოთი გელოდებათ, ახლო მომავალში საქართველოში კიდევ აპირებს გაფართოებას.