ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეს  6 000 ევროს ოდენობის სუნამოების მოპარვა ედება ბრალად

ავსტრიის ქალაქ პინკაფელდში პოლიციამ ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 და 31 წლის საქართველოს მოქალაქეებს გამოძიება ავსტრიის 9 ქალაქში ჩადენილ ქურდობას ედავება.

პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ვენის, ზემო ავსტრიისა და ქვემო ავსტრიის ფედერალურ მიწებში, სულ მცირე 6 000 ევროს ოდენობის ძვირადღირებული სუნამოები მოიპარა. ქვემო ავსტრიის კრიმინალური პოლიცია 25 წლის მამაკაცს უკვე ეძებდა, ამიტომ აღნიშნული საქმე მას გადაეცა.

დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.