შვეიცარიასა და აშშ-ში გადასახადებს ყველაზე ხშირად მალავენ

ბრიტანული არასამთავრობო ორგანზიაცია Tax Justice Network-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის Financial Secrecy Index-ის მიხედვით, შვეიცარია და აშშ არიან ლიდერი ქვეყნები მათ შორის, სადაც ყველაზე ხშირად მალავენ გადასახადებს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

რეიტინგში, რომელიც აფასებს ქვეყნებს ფინანსური გამუჭვირვალობისა და ქვეყანაში დამალული კაპიტალის მიხედვით, აშშ წინა წლებში უფრო დაბალ პოზიციაზე იყო და მისი წილი ოფშორული ფინანსური მომსახურების ექსპორტში 22.3%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება შვეიცარიას, აქ ზრდამ 4,5% შეადგინა.

შვეიცარიისა და აშშ-ს შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა კაიმანის კუნძულები. მას მოყვებიან ჰონგ-კონგი, სინგაპური, ლუქსემბურგი, გერმანია, ტაივანი, გაერთიანებული არაბეთის საემიროები და კუნძული გერნსი.

ამ სიაში დიდი ბრიატნეთი წარმოდგენილია ცალ-ცალკე მისი გავლენის ტერიტორიების სახით (კუნძული ჯერსი, გერსი, მენი, ბრიტანული ვირჯინია, გიბრალტარი და კაიმანის კუნძულები და სხვ.) მისი გაერთიანების შემთხვევაში კი დიდი ბრიტანეთი რეიტინგში პირველ ადგილზე აღმოჩნდებოდა.

ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე კი, რეიტინგის თანახმად, გახლავთ სლოვენია. ცნობისათვის, 112 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში საქართველო არ არის შეყვანილი.

კოკა კვირკველია