გამოწვევა თუ შესაძლებლობა - 2018 წლიდან კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროების ვალდებულება აქვთ

2018 წლიდან, თითქმის ყველა ქართულ კომპანიას ფინანსური ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება მოუწევს.

საუბარია როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ საწარმოებზე.

ცვლილება შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ქართული კომპანიების ზოგადი გამჭვირვალობისა და ფინანსური მართვის გაუმჯობესებაში. იმ ქვეყნებზე დაკვირვებამ, რომლებიც ფასს-ს უკვე იყენებენ, გვაჩვენა, რომ აღნიშნული სტანდარტები:

• უზრუნველყოფს კომპანიაში გამჭვირვალე, შესადარის, თანმიმდევრულ და ეფექტურ პროცესებს;

• წარმოადგენს ფინანსური პროცესების სტანდარტიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო გზას;

• წარმოადგენს უცხოური კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას;

• არის რელევანტური და შესადარისი სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან;

• ავითარებს ფინანსური მიმართულებით მომუშავე თანამშრომლებს, ზრდის პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის დონეს;

აღსანიშნავია, რომ რეფორმის მხარდასაჭერად კომპანიებსა და ინდივიდუალ პირებს ფინანსური ანგარიშგების ახალ სტანდარტებზე შეუფერხებლად გადასვლაში ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY ეხმარება.

რას გულისხმობს აღნიშნული სტანდარტები, რა მნიშვნელობა აქვს სფეროს განვითარებისთვის და რა ტიპის დახმარებას უწევს Savvy კომპანიებს - აღნიშნულ თემაზე „ბიზნესპრესნიუსი“ Savvy-ს დირექტორს მარიამ ქოიავას ესაუბრა.

რას გულისხმობს და რა მნიშვნელობა აქვს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს?

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები მსოფლიოში არსებულმა ბევრმა ქვეყანამ უკვე დანერგა. ეს რეფორმა ქართულ კომპანიებში გამჭვირვალობისა და ფინანსური მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. კერძოდ, ეს სტანდარტები ფინანსური პროცესის სტანდარტიზაციის ყველაზე ეფექტური გზაა. ისინი ასევე უზრუნველყოფს კომპანიაში გამჭვირვალე, შესადარ, თანმიმდევრულ და ეფექტიან პროცესებს; ხელს უწყობს უცხოურ კაპიტალსა და ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობას. ამასთან, ფინანსების მიმართულებით მომუშავე პერსონალის განვითარებასა და მათი ზოგადი პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის დონის ამაღლებასაც უწყობს ხელს.

რა არის საჭირო კომპანიების მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად?

ფასს-ის დანერგვა საკმაოდ კომპლექსური და შრომატევადი პროცესია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა დაინტერესებულ კომპანიას ვურჩევთ, რომ პირველ რიგში, მისი ამჟამინდელი მდგომარეობის წინასწარი ანალიზი გააკეთონ. კერძოდ, შეაფასონ თუ - სად არის მათი კომპანია ამ ეტაპზე; როგორია ფასს-ის საჭიროება მათთვის. ამასთან, მოამზადონ: პერსონალის ზოგადი კომპეტენციის, კვალიფიკაციის დონისა და მათ მიერ ფასს-ის ცოდნის შეფასება; ფინანსურ ანგარიშგებებში ფასს-თან დაკავშირებული პროცედურების გამოთვლა და მათი კომპანიაზე გავლენის შეფასება. ბოლო ნაბიჯი კი პირველი ფინანსური ანგარიშგების ფასს-თან შესაბამასობაში გამოქვეყნებაა.

რამდენად არის დაინტერესება კომპანიებისა თუ სხვა პირების მხრიდან?

ინტერესი საკმაოდ დიდია. შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივ ბუღალტრებსა და ფინანსისტებს ძლიერი სურვილი აქვთ კომპეტენციის დონე უფრო აიმაღლონ. ჩვენთვის, ფასს-ის ექსპერტებისთვის კი ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს. მიგვაჩნია, რომ ეს რეფორმა პროფესიონალიზმის ამაღლებისა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელი კრიტიკულ-ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კომპანიის სწორედ იმ თანამშრომლების განვითარებაზე, რომლებიც ორგანიზაციაში ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ.

რა ტიპის დახმარებას უწევს SavvY დაინტერესებულ პირებს?

2016 წლის აგვისტოდან SavvY ამ მიმართულებით აქტიურად მოღვაწეობს. ჩვენი გუნდი სხვადასხვა ტრენინგებით მხარს უჭერს საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა პროფილის კომპანიებს. ასევე ფასს-ის პროცესებისა და სტანდარტების დანერგვაში ეხმარება წამყვან ქართულ კომპანიებსაც.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარში SavvY-მ შექმნა ინოვაციური პროდუქტი - IFRS ექსპერტი, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს სთავაზობს IFRS ექსპერტის ონლაინ მომსახურებას. აღნიშნული პლატფორმის დახმარებით, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება ონლაინ რეჟიმში აირჩიოს კითხვის კატეგორია, მოგვიყვეს საკუთარ კომპანიასთან დაკავშირებული შემთხვევის (პრობლემის) შესახებ და 5 დღის ვადაში მიიღოს სრულყოფილი და სანდო პასუხი SavvY-ის IFRS ექსპერტისგან.

bpn

Source: http://esavvy.ge/ifrs/

რა კონკრეტული აქტივობები გაქვთ ამ დროისთვის განხორციელებული?

ფასს-ზე ცნობიერების დონის ასამაღლებლად და ფასს-ის დასანერგად კომპანიების მომზადებისთვის სხვადასხვა აქტივობა უკვე განვახორციელეთ. კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ 1 500 მონაწილისთვის ჩავატარეთ საჯარო ტრენინგები; ასევე ჩატარდა 3 საათიანი ვორქშოპები ფასს-ში თიბისი ბანკის VIP მსს (მცირე და საშუალო საწარმოები) კლიენტებისთვის, რომელმაც ჯამში, 900 კომპანია მოიცვა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ Savvy-იმ გახსნა სასწავლო ცენტრი, სადაც ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა სახის ტრენინგები იმართება, მათგან სამი კი ფასს-ის პროდუქტია (5 კვირიანი პრაქტიკული ტრენინგები ფასს-ში, 3 დღიანი ინტენსიური კურსი ფასს-ი, ფასს-ი პროფესიონალებისთვის და ა.შ).

ჩვენ დავიწყეთ საქართველოს მასშტაბით ტური, რომლის მთავარი მიზანიც, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული ადამიანისთვისა თუ კომპანიისთვის კანონის ცვლილების გაცნობაა. ჩვენ უკვე ვესტუმრეთ ბათუმსა და ქუთაისს, სადაც ჩავატარეთ 3 საათიანი ტრენინგი IFRS თემატიკით. ამასთან, SavvY გეგმავს, აღნიშნული ტური აქტიურად გააგრძელოს და საქართველოს სხვა ძირითად ქალაქებსაც ესტუმროს.

www.esavvy.ge

www.savvy.ge

bpn

(R)

თაია არდოტელი