გამოცემა „ფორბსი“ Coinmarketcap.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბიტკოინს აღარავინ ენდობა და აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის უკან რომ რეალური პირი იდგეს, Bitcoin Inc.-ს სასწრაფოდ უნდა დაექირავებინა კრიზისული პიარ-ფირმა.
ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ბიტკოინი 41%-ით გაუფასურდა. ამის შედეგად, მთელ მსოფლიოში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია ორჯერ შემცირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მარეგულირებელი დაბლოკავს ადგილობრივი ინვესტორების წვდომას კრიპტოვალუტების გაცვლაზე არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
მობილური გადახდის სისტემების კომპანია Stripe-მა იანვარში განაცხადა, რომ აღარ მიიღებს ბიტკოინს როგორც გადახდის საშუალებას. იგივე განაცხადეს სულ მცირე ოთხმა ელექტრონული კომერციის ოპერატორმა, მათ შორის Microsoft-მა, რომელიც აღარ იღებს ბიტკოინებს.
Lloyds-ის საბანკო ჯგუფი შეუერთდა ამერიკულ ბანკებს, რომლებიც აღარ აძლევდნენ საშუალებას საკუთარი საკრედიტო ბარათების მფლობელებს კრიპტოვალუტები ვალში ეყიდათ.
Bank of America-მ, Citigroup-მა, JP Morgan-მა, Capital One-მა და Discover-მა ასევე აუკრძალეს საკუთარ მომხმარებლებს ეყიდათ კრიპტოვალუტები გაცვლის პუნქტებში.