ამერიკული ყველაზე პოპულარული ლატარეის Powerball-ის გამარჯვებულმა, რომელმაც 560 მილიონი დოლარი მოიგო, პრიზის მისაღებად საკუთარი მონაცემების გამხელაზე უარი განაცხადა.
როგორც The Washington Post წერს, ქალბატონი აპირებს სასამართლოს მეშვეობით მოიპოვოს უფლება ანონიმურად მიიღოს პრიზი. სასამართლო დოკუმენტებში მან საკუთარ თავს უწოდა „ჯეინ დოუ“, - ტრადიციული სახელი, რომელსაც ანონიმური მოსარჩელეები იყენებენ ამერიკაში.
იღბლიანი გამარჯვებული შიშობს, რომ მის უეცრად გამდიდრებას ქალაქის ყველა მცხოვრები გაიგებს, მათ შორის, თაღლითები და კრიმინალებიც.
„მას უნდა უსაფრთხოდ იაროს საყიდლებზე და დაესწროს ქალაქის ღონისძიებებს, ისე რომ თანაქალაქელებმა არ გაიგონ მისი გამდიდრების შესახებ“ - აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ლატარეის ორგანიზატორებისთვის გამარჯვებულის გამოვლენა და დასახელება ერთი მხრივ, მათ გამჭვირვალობას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი ეს ძლიერი მარკეტინგული სვლაა ამერიკელებში თამაშის პოპულარიზაციისთვის. ნიუ-ჰემპშირის კანონების თანახმად გამარჯვებულის ვინაობა, ქალაქი და მოგებული თანხა საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს.
ამ დროისთვის ქალმა გამარჯბულ ბილეთს ხელი მოაწერა, ხოლო ხელმოწერის ცვლილება გამოიწვევს მის ანულირებას.
კოკა კვირკველია