თბილისი რიგით მეორე Spotlight-ს 8 ივნისს უმასპინძლებს

Spotlight, რომელიც პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, აუდიტორიას ახალი ენერგიით უბრუნდება.

ამჯერად ღონისძიება 8 ივნისს გაიმართება და მას გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია" უმასპინძლებს. პროექტის უცვლელი ორგანიზატორია Marketer.ge, პირველი ქართული ონლაინ ჟურნალი ბიზნესზე.

"Spotlight 2014 მის წინამორბედთან შედარებით ბევრად მასშტაბური სახის იქნება, ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან დაინტერესება და დასწრების სურვილი. სწორედ ამიტომ, წელს Spotlight-ს 300 დელეგატი ეყოლება", - ამბობს ნინო ახალაია, პროექტის მენეჯერი.

რაც შეეხება ახალი Spotlight-ის სპიკერებს, ამ ეტაპზე მათი ვინაობა არ სახელდება, მაგრამ როგორც მარკეტერში აცხადებენ, ძალიან მალე ეს ინფორმაციაც ცნობილი გახდება და www.spotlight.ge-ზე გამოქვეყნდება.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები 20 მაისიდან Biletebi.ge-ზე გაიყიდება და ფასი 25 ლარიდან დაიწყება, ეს ნებისმიერ მსურველს მისცემს ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობას. ეს სიახლე სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა აუდიტორიისათვის, რომელიც ასე მოუთმენლად ელოდა პროექტის გაგრძელებას.

ღონისძიება ვერ ჩატარდებოდა, რომ არა მისი მხარდამჭერები: ოქროს სპონსორი – კომპანია ACT, ვერცხლის სპონსორი – სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”. ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია, ოფიციალური პარტნიორები: OTO|DEV, LIG Studio, და REMBOW, მხარდამჭერები: კასტელი, Diefenbach, Mymaika.ge.

მედია პარტნიორები: TV11, PalitraTV, ტაბულა, რადიო იმედი, ჟურნალი გზა, Ipn.ge, Bpn.ge, Caucasus Business Week, Wis.ge, Feme.ge, News.ge, Myvideo.ge Marketer.ge.

პროექტის ოფიციალური Facebook გვერდი:

https://www.facebook.com/spotlightge

(R)