მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია „ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დამატებით განმარტებას აკეთებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს ,,ბადაგონის“ სათავო ოფისში და არა უშულოდ საწარმოებში. შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიებები ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.
„ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კონკრეტული გარემოებების შესწავლის და დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღება, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების შეჩერებასთან.
აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი“, - ნათქვამია განცხადებაში.