დედაქალაქში წელს სულ მცირე, 100 ახალი ავტობუსი შემოვა. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო, რომ 4 წლის განმავლობაში 700 ახალი ავტობუსის შემოვიყვანდით და არსებული ავტოპარკი მთლიანად ჩანაცვლდებოდა. შესაბამისად, ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობა და წელსვე სულ მცირე, 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოვა დედაქალაქში,“-აღნიშნა კალაძემ.