ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე სამთო კურორტი შეიქმნება

ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე კომპანია "ჯიარდისი" საერთაშორისო სამთო კურორტის შექმნის პროექტს იწყებს.

დღეს, 13 მაისს, "ჯიარდისი ჯგუფის" პრეზიდენტი, მამუკა ხაზარაძე და საზოგადოება "ორექს ლუაზირის" (საფრანგეთი) პრეზიდენტი ფილიპ ლებრასორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

მემორანდუმის მიზანია ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების სამთო სათხილამურო საკურორტო ზონის შექმნა.

მემორანდუმის ხელმოწერას საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრებიან.