მილიონობით გერმანელმა მუშახელმა კვირაში 28-საათიანი სამუშაო გრაფიკის დაწესებასთან დაკავშირებით დავა მოიგო. მუშათა კავშირმა და კომპანია IG Metall-მა უპრეცენდენტო შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს, რომელიც საკუთარ 2,3 მილიონ მუშახელს გაზრდილ ხელფასსა და ნაკლებ სამუშაო დროს სთავაზობს.
უკვე მომავალი წლიდან გერმანიის ტოპ საწარმოებში როგორიცაა Mercedes-Benz-ი და სხვები, დასაქმებულები გადავლენ კვირაში 28-საათიანი დასაქმების სისტემაზე, ორი წლის შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდებიან 35-საათიან სტანდარტულ დროს.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს გერმანიის სამხრეთ დასავლეთში მდებარე 700-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელმა და როგორც მოსალოდნელია, მას ექნება ტალღისებრი ეფექტი მთელი გერმანიის მასშტაბით.
IG Metall-ის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით წაადგებათ იმათ, ვისაც პატარა შვილები ჰყავთ, თუმცა სურვილის შემთხვევაში დასაქმებულებს შეეძლებათ საკუთარი სამუშაო დრო მეტის გამომუშავების მიზნით გაზარდონ 40 საათამდე. მათივე ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულების ხელფასების ზრდა უკვე მიმდინარე წლის აპრილიდან არის დაგეგმილი.
დაახლოებით იგივე ვარიანტს შესთავაზებს საკუთარ კომპანიაში დასაქმებულ 138,000 მუშახელს კომპანია Bosch-იც. ასევე მუშახელზე მორგებულ და მათთვის სასურველ რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს საკუთარ ქარხანაში დასაქმებულებს კომპანია Daimler-იც.
კოკა კვირკველია