მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდებისთვის ქუჩების შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოცდის მარშრუტების და გზების შერჩევა, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, - ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუმარტეს.
"ევროდირექტივით აღებული ვალდებულების იმპლემენტაციის მიზნით, მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარების პროექტზე. ამ მიმართულებით, უახლოეს ხანში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდება. პროექტზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა, როგორც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები", - განაცხადეს შსს-ს მომსახურების სააგენტოში.
ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქში გადმოტანის პარალელურად, დაგეგმილია საგამოცდო ავტოპარკის განახლებაც.
სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ გამომცდელთა გადამზადება სხვადახვა მიმართულებით მიმდინარეობს, რათა მათ ახალი სისტემით გამოცდის მიღება და მოქალაქეების მომსახურება სრულყოფილად შეძლონ. იხილეთ გაგარძელება