„ხარვეზებია ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც ჯერ არ გახსნილა,“-ამის შესახებ „აფბას“ პრეზიდენტმა შოთა გულბანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
კერძოდ, შეინიშნება დონეების აცდენა გზის საფარსა და ხიდს შორის, რამაც ავტომობილის სწრაფად მოძრაობის შემთხვევაში შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შექმნას.
გარდა ამისა, როგორც გულბანი აღნიშნავს, პროექტის მიმდინარეობისას გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისითაც იყო პრობლემები.
„კერძოდ, კომპანია „სინოჰიდრომ“ ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელ ქვიტირში განახორციელა გრუნიტის მოპოვებითი სამუშაოები. კერძოდ, იქ მოპოვებულ ქვა-ღორღს იყენებდნენ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესში. შედეგად კი ტერიტორიაზე გაჩნდა ჭაობი, სადაც შესაძლოა, ადამიანი ჩავარდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს,“-აღნიშნა გულბანმა.