ქართული ფარმაცევტული საწამოს GMP-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ანთაძემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთოს და სახელმწიფოს მედიკამენტები მაქსიმალურად შეღავათიან ფასად შესთავაზონ, - ამის შესახებ ქართული ფარამცევტული საწამოს GMP-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ანთაძემ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დღეს გავეცანით ძალიან საინტერესო ინიციატივას, რომელიც მოდის ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფოს მხრიდან, რომ მედიკამენტების სპექტრი გაფართოვდეს და მოსახლეობის იმ ფენას, რომელსაც განსაკუთარებით უჭირს, მიეწოდოთ მედიკამენეტები შეღავათიანი ფასით, ან სრულიად უფასოდაც, ანუ სახელმწიფომ ეს ტვირთი თავის თავზე აიღოს. ვფიქრობ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. შეთავაზება იყო მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის - უცხოური და ადგილობრივი მწარმოებლებისადმი, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ, რაზეც შეხვედრიდან გამოიკვეთა, რომ ყველანი მზად ვართ, რათა ჩავებათ ამ პროექტში და სახელმწიფოს შევთავაზოთ მედიკამენტები მაქსიმალურად შეღავათიან ფასად. იმისთვის, რომ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, პირველ რიგში, ეს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ნაწილი გასულ წელს უკვე ამოქმედდა და 23 მედიკამენტზე ვრცელდება, თუმცა ამჟამად საუბარია მედიკამენტების რიცხვის 50-ის ფარგლებში გაზრდამდე, რომელიც მოიცავს ძირითადად ქრონიკულ დაავადებებს.