ჰიდროენერგია არის ერთ-ერთი უძველესი ენერგიის წყარო. ჰიდროენერგიის გამოყენება ელექტროენერგიის საწარმოებლად, დაახლოებით 140 წლის წინ დაიწყო.
პირველად წყლისგან ელექტროენერგია 1878 წელს ინგლისში, ნორსამბერლენდში, უილიამ არმსტრონგის მიერ შექმნილი ჰიდროელექტროსადგურის საშუალებით მიიღეს, რომელიც გამოიყენებოდა ხელოვნების მუზეუმში ერთი ნათურის გასანათებლად.
ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია - „ენერგოპლატფორმა“ წარმოგიდგენთ იმ 5 ძირითად მიზეზს, თუ რატომ არის ჰიდროენერგია უპირატესი.
1️⃣️️ "ენერგიის ეკონომიური წყარო" - ჰიდროენერგეტიკის უპირატესობის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი ელექტროენერგიის მოპოვების შედარებით დაბალი ღირებულებაა. ბევრ შემთხვევაში, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღირებულება შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი, მაგრამ აშენების შემდეგ, ექსპლუატაციისა და მოვლის ღირებულება ძალიან დაბალია, რაც საგრძნობლად ამცირებს გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულებას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის საწარმოებლად გამოიყენება წყალი და არ არის საჭირო წიაღისეული საწვავი. ჰიდრორესურსი არის განახლებადი რესურსი და ის მუდმივად გამოყენებადია.
2️⃣ ️"განახლებადი და სუფთა რესურსი" - მას შემდეგ, რაც ჰიდროენერგია გამოიყენება ელექტროენერგიის საწარმოებლად, ის შეიძლება ისევ იქნეს გამოყენებული სხვადასხვა მიზნებისათვის. ჰიდროელექტროსადგურების მნიშვნელოვანი ბენეფიტი არის ის, რომ ისინი არ არიან წყლის მომხმარებელნი. როგორც კი წყალი გაივლის ტურბინას, ამის შემდეგ ის ბრუნდება ბუნებრივ კალატოპში.
3️⃣ ️"ეკო-მეგობრული ენერგია" - მსოფლიო ენერგეტიკის საბჭოს ანაგარიშის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ 2016 წელს 1,064 გვტ შეადგინა. აღსანიშნავია რომ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის გენერაციას 0,36 კგ ქვანახშირი სჭირდება. ამგვარად, ჰიდროენერგია არის ეკო-მეგობრული ენერგიის წყარო ქვანახშირთან და სხვა წიაღისეულ საწვავთან შედარებით, რომლებიც გარემოში ემისიების ძირითადი წყაროებია. გარდა ამისა, ჰიდროელექტროენერგიის წარმოებას არ გააჩნია ტოქსიკური ნარჩენები, რაც ზიანს აღენებს გარემოს.
4️⃣️ "მოქნილობა" - ჰიდროელექტროსადგურების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბენეფიტი არის მათი მოქნილობა/მანევრულობა. ჰიდროელექტროსადგურზე შესაძლებელია ელექტროენერგიის გამომუშავება მისი საჭიროების მიხედვით. როდესაც ელექტროენერგიის მოთხოვნა დაბალია, შესაძლებელია ჭარბი ენერგია (წყალი) დაგროვებული იქნას რეზერვუარში. ხოლო, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის დროს, ის გამოყენებული იქნას ამ დეფიციტის დასაფარად. მაგ., ენერგიის ისეთი წყაროების როგორებიცაა ქარი და მზე, ნაკლოვანებაა ის, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია, როდესაც არის საკმარისი ქარი და მზე. ასევე, ჰიდროელექტროსადგურებზე შესაძლებელია სიმძლავრის ცვალებადობა სისტემის მოთხოვნის შესაბამისად, რაც სისტემის მდგრადობის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.
5️⃣ ️"წყლის დეფიციტის აღმოფხვრა" - ელექტროენერგიის წარმოების გარდა, ჰიდროენერგიას აქვს სხვადასხვა გამოყენება. დაგროვებული წყალი მარტივად შეიძლება გამოყენებული იქნას სარწყავად, სასმელი წყლით მომარაგებისთვის და ა.შ. ამგვარად, წყლის შენახვა (წყალსაცავში) გვეხმარება როგორც გვალვების დროს, ასევე შესაძლებელია წყალდიდობების აცილებაც. გარდა ამისა, ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავი შეიძლება გამოყენებული იქნეს რეკრეაციული მიზნებისთვისაც.