ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საქმიანი ტურიზმის სტრატეგია უკვე შემუშავებულია.
მისივე თქმით, დოკუმენტი უახლოესი 10 დღის განმავლობაში გასაჯაროვდება.
როგორც ჩოგოვაძე სტრატეგიაზე მუშაობისას აცხადებდა, საქმიანი ტურიზმის სფერო მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან ის მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლით ხასიათდება.
ამასთან, ჩოგოვაძის ცნობით, საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით ადმინისტრაციაში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროც არის შექმნილი, სადაც უკვე არაერთი ქართული კომპანიაა გაწევრიანებული.
საქმიანი (MICE) ტურიზმი, ხელს უწყობს საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარებას და შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვას. ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.