„ნატახტარი“ 2014 წელს ლიმონათის ექსპორტის მოცულობას ზრდის

კომპანია „ნატახტარის“ პროდუქციის ექსპორტი 20 ქვეყანაში ხორციელდება.

საექსპორტო ქვეყნებს შორისაა: აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი, კვიპროსი, ბელგია, გერმანია, ლატვია, ტაჯიკეთი და სხვა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ნატახტარმა“ პროდუქციის გაყიდვები უზბეკეთსა და ჩეხეთშიც დაიწყო. შესაბამისად, 2013 წელს ექსპორტის მოცულობის გაზრდა არსებული ბაზრების გაფართოებითა და ახალ ბაზრებზე შესვლით აიხსნება. ექსპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ლიმონათზე.

„ნატახტარის“ წარმოებული ლიმონათის 32 პროცენტი ექსპორტზე გადის. ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში ხორციელდება. აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის კომპანიამ სპეციალური სარეკლამო სტრატეგიაც კი შეიმუშვა. დიდი მოცულობის მხრივ, გამოირჩევა ასევე უკრაინის ბაზარიც.

”ნატახტარში” ამბობენ, რომ მთლიანობაში 2013 წლის ლიმონათის საექსპორტო გაყიდვები კომპანიამ 2012 წელთან შედარებით 9 პროცენტით გააუმჯობესა. მისი ზრდა არსებულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებითა და ახალ ბაზრებზე შესვლითაა განპირობებული.

2014 წელს ექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება. საექსპორტო ქვეყნებს  ირანი და ბელორუსი დაემატება.