ინკასატორმა საფრანგეთში გატაცებული შვილის გასათავისუფლებლად ბანკის კუთვნილი 26 მილიონი ევრო გადაიხადა

ინკასატორმა საფრანგეთში გატაცებული შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ბანკის კუთვნილი 26 მილიონი ევრო გადაიხადა.

გამოცემა Parisien- ის ინფორმაციით, გუშინ ბოროტმოქმედებმა სანტექნიკოსებად გაასაღეს თავი და ახალგაზრდა ქალი ქალაქ ლიონში, მისივე ბინიდან გაიტაცეს. შემდეგ ისინი დაუკავშირდნენ ახალგაზრდა ქალის მამას, რომელიც შვეიცარიაში ინკასატორად მუშაობს და მოითხოვეს მისი ქალიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ფული გადაეხადა.

შეხვედრა შვეიცარიაში შედგა. ინკასატორმა გამტაცებლებს ბანკის ფული, 30 მილიონამდე შვეიცარიული ფრანკი (26 მილიონი ევრო) გადასცა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.