ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიები, რომელთა ნაწილის პროდუქცია უცხოეთშიც იყიდება

საქართველოში წარმოებული პროდუქცია, განსაკუთრებით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ბოლო პერიოდშიპოპულარული გახდა, მომხმარებლები ქართველ დიზაინერებს როგორც გემოვნების, ისე ხარისხის თვალსაზრისით ენდობიან, ამასთან, დიზაინერების დიდი ნაწილი კი თავიანთ პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში არსებულ საწარმოებს უკვეთავს. ჩვენ კი როდესაც საქართველოში წარმოებული და შექმნილი გვაცვია, ამით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად ვუწყობთ.

Allnews.ge-მ გადაწყვიტა, მკითხველისთვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქართული მწარმოებლები გაეცნო, რომელთა დამზადებულ პროდუქციასაც ბევრი ჩვენგანი ატარებს.

Gepherrini - გეფერინი

გეფერინი პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებსა და აქსესუარებს აწარმობს. ბრენდმა პოპულარობა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე მოიპოვა, რადგან მისი ჩანთები ხარისხიანი და ტრენდულია.

როგორც Gepherrini-ს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, "დამფუძნებლების სურვილი იყო, შექმნილიყო ისეთი ქართული პროდუქტი, რისი წარმოებაც საქართველოში არ არსებობდა. რამოდენიმე თვიანი ბაზრის მოკვლევის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ქალის ჩანთები მასიურად არ იწარმოებოდა საქართველოში. სწორედ აქედან გაჩნდა ჩანთების წარმოების დაწყების იდეა".

მწარმოებლების ინფორმაციით, იდეის განხორციელება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან ამ სფეროში გამოცდილი კადრების მოძიებაძალიან რთული იყო. ბრენდის სახელი შერჩეულია ერთ-ერთი დამფუძნებლის გვარის მიხედვით.

"გეფერინს" ბაზარზე შესვლის დღიდან, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და შესაბამისად საერთაშორისო პარტნიორების დაინტერესებაც გამოიწვია. საწყის ეტაპზე საქართველოში გაიხსნა მაღაზია და სხვადასხვა გაყიდვის წერტილი. ერთი წლის შემდეგ პირველი ექსპორტი დაფიქსირდა რუსეთის მიმართულებით. ეტაპობრივად დაემატა კიდევ 6 ქვეყანა. ესენია: ამერიკა, საფრანგეთი, შვედეთი, ყაზაზეთი, უკრაინა და აზრებაიჯანი. ამ ეტაპზე გეფერინი მსოფლიო მასშტაბით 36 გაყიდვის წერტილით არის წარმოდგენილი.

Rainbow - "რეინბოუ"

საწარმო "რეინბოუ" ("ცისარტყელა") ქართულ ბაზარზე უკვე წლებია დამკვიდრდა, ნდობაც მოიპოვა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს მისი შეკერილი ფეხსაცმელი აცვია.

Rainbow ქუთაისში1991 წელს შეიქმნა .შექმნის დღიდან მისი ძირითადი საქმიანობა ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის წარმოებაა. როგორც თავად მწარმოებლები განმარტავენ, პროდუქცია მზადდება მხოლოდ ნატურალური მასალების გამოყენებით. არჩევანი კი ფართოა, შეგიძლიათ, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე, სპორტული თუ ყოველდღიური ფეხსაცმელი შეიძინოთ.

Spilow - სპილოუ

Spilow საქართველოში დამზადებული ბავშვის ტანსაცმელის ბრენდია.

იგი მშობლებისთვის განსაკუთრებით სენსიტიური შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან კომპანია სამმა დედამ დააარსა, - "ჩვენი ინსპირაციაა ჩვენი მოუსვენარი და ცელქი შვილები. გვინდა ყველა დედას გავუაზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება თანამედროვე ბავშვების აღზრდაზე".

გაგრძელება იხილეთ