მსოფლიოში უამრავი ქალაქი და ქუჩაა, რომელიც გამორჩეულად ლამაზია.
„ბიზნესინსაიდერი“ წარმოგიდგენთ 10 ყველაზე განსაცვიფრებელ ქუჩას მსოფლიო მასშტაბით.
მაროკო, მარაკეკი
ქალაქი მარაკეკი ფერების ქალაქია. თუმცა ყველაზე გამორჩეულია ქუჩა სახელწოდებით მედინა, სადაც კედლები შუა საუკუნეებისაა, რომელიც გადავსებულია ტურისტული სუვენირებით, სურნელოვანი საკვებით. მედინაზე ყოველ ნაბიჯზე მეგობრულ ადგილობრივებს შეხვდებით.კუბა, ჰავანა
ჰავანას ქუჩები ურთიერთგამომრიცხავ ელემენტებს შეიცავს, რომელიც ჰარმონიულ ლანდშაფტს ქმნის. პასტელის ფერები, ვინტაჟური მანქანები და გაცვეთილი ქუჩები შესანიშნავ გარემოს ქმნის.ტაივანი, ტაიბეი
ჯიუფენი პატარა მთაგორიანი სოფელია, რომელიც ტაივანის ქალაქ ტაიბეის რაიონში მდებარეობს. იგი ცნობილია რიყის ქვისგან გაკეთებული გზებით, განსაცვიფრებელი ოკეანის ხედებით და ქუჩის ფარნებით.საბერძნეთი, სანტორინი
ცისფერი გუმბათოვანი ეკლესიები, თეთრად შეღებილი კედლები, პრიზმატული კედლები და ოკეანის ხიდები სანტორინისთვისაა დამახასიათებელი. სანტორინს რომანტიკულ ქალაქსაც უწოდებენ.კოლუმბია, კარტაგენა
დაივიწყეთ პარიზი - კარტაგენა არის ქალაქი, სადაც სიყვარული და რომანები ჩაკეტილი კაფსულიდან გამოდის.თურქეთი, ალაკატი
შეღებილი სახლებით ალაკანტს თურქეთის დამალულ განძად აქცევს. სამხატვრო გალერეები და ბუტიკები ვიწრო ქუჩებში მდებარეობს, რომელიც ლურჯ და მწვანე ფერებშია შეღებილი.იტალია, უმბრია
უმბრიას ხშირად იტალიის მწვანე გულსაც უწოდებენ. მისი მდებარეობა უნიკალურია, რადგან რეგიონში ერთადერთია, რომელსაც არც სანაპირო არ აქვს და ასევე არც ერთ ქვეყანას არ ესაზღვრება.ჩინეთი, სუხო
სუხო უაღრესად რომანტიული ქალაქია, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთში ჯიანგსუს პროვინციაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ისტორიული შენობები თანამედროვე შენობებმა ჩაანაცვლა, ის მაინც ინარჩუნებს სილამაზეს თავისი ჰარმონიული პავილიონებით, ბაღებითა და წყლის არხებით.ბრაზილია, ბჰაია
ქალაქი ბჰაიას ქუჩები აფრიკისა და პორტუგალიის გავლენის ნაზავია. ამ ქალაქში მოხვედრა ნამდვილი დღესასწაულია, რადგან ძვირფასი ქვისგან აშენებული შენობები და მოოქროვილი ქვებისგან გაკეთებული ბილიკები ქალაქისთვის ჩვეული მოვლენაა.საფრანგეთი, პარიზი
ულამაზეს პარიზში ყველაზე გამორჩეული ადგილი მარტის მთაა, სადაც თქვენ ნახავთ მოკირწყლულ ქუჩებს, ცოცხალ მოედნებს და ფერადზოლიან სარდაფებს. გარდა ამისა, აქედან შესანიშნავი ხედი იშლება.იხილეთ ფოტოგალერეა