„ვითიბი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილება იგეგმება

„ვითიბი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორ წევს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება.

საუბარია, მიხეილ ზადორნოვსა და ასია ზახაროვაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.384322 %-ის აქციათა მფლობელს „ბანკ ვეტებეს“ ეკუთვნის. მათივე გადაწყვეტილებით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ვლადიმირ ვერხოშინსკი და მაქსიმ კონდრატენკო გახდებიან.

„გადაწყვეტილება ძალაში შევა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის № 50/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების“ შესაბამისად, ეროვნული ბანკიდან თანხმობის მიღების დღეს,“-ნათვამია ბანკის განცხადებაში.