ბაქო-თბილისი-სტამბოლი-ვენის მიმართულებით მატარებლის დანიშვნაზე გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა

ბაქო-თბილისი-სტამბოლი-ვენის მიმართულებით მატარებლის დანიშვნაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაქო-თბილისი-სტამბოლი-ალექსანდროპილისი-ვენას მიმართულებით პირველი სამგზავრო მატარებელი მიმდინარე წლის მაისში გაივლიდა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საფრანგეთში კომპანია Stadler Rail Group Alstom-ისგან შეიძინა 64 სამგზავრო ვაგონი, რომლებიც ტელესკოპიურად იცვლიან თვლებს, რის შედეგადაც მატარებლის ვაგონები საქართველო-თურქეთის საზღვარზე - ახალქალაქის რკინიგზის სადგურში ავტომატურად გადაეწყობიან თვლების განიერ კვანძზე და განაგრძობენ სვლას.

კოკა კვირკველია