ბრიტანულმა გამოცემა autocar-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ათეული წარმოადგინა,
რომელთა ყიდვა მიმდინარე წელს არის შესაძლებელი, მათ შორის მოხვდნენ ისეთებიც, რომლებიც ჯერ ბაზარზე არ გამოსულა, თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში გამოჩნდებიან და შესაბამისად მათი გაყიდვებიც დაიწყება.
ტოპ-10-ში წარმოდგენილი ავტომობილების ფასი რამდენიმე მილიონ დოლარს აღწევს. მათ სათავაში კი 3 მილიონის ღირებულებით Bugatti Chiron მოექცა, რომელიც ამავდროულად მიჩნეულია როგორც ყველაზე სწრაფი ავტომობილი. მას 1500 ცხენის ძალა აქვს და ამ სიმძლავრეს მისი 16 ცილინდრიანი აგრეგატი გამოიმუშავებს. როგორც ცნობილია კომპანია მხოლოდ 500 ერთეული წარმოებას გეგმავს და აქედან ნახევარი უკვე წარმოებული და გაყიდულია.
წარმოგიდგენთ 2018 წლის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების ათეულს.
Bugatti Chiron ($3 million)
Aston Martin Valkyrie ($2.6 million)
Mercedes-AMG Project One ($2.5 million)
McLaren BP23 (about $2.4 million)
Pagani Huayra Roadster ($2.4 million)
Koenigsegg Regera (about $2.2 million)
Koenigsegg Agera RS (about $1.7 million)
Hennessey Venom F5 ($1.6 million)
McLaren Senna ($959,000)
Rolls-Royce Phantom ($450,000)
კოკა კვირკველია