ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დახარჯული თანხები დაითვალეს.
აღმოჩნდა, რომ პეკინის ხელისუფლებამ, ამ პერიოდში, ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის 492,2 მილიარდი იუანის (78 მილიარდი დოლარის) ინვესტიცია მოიზიდა.
როგორც პეკინის სატრანსპორტო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ინვესტიციების მოზიდვა მოხდა საცობებთან ბრძოლის პროექტებში, ასევე პეკინსა და მიმდებარე რაიონებს შორის სატრანსპორტო ქსელის გაფართოებაში.
ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში პეკინმა აღნიშნული თანხის 75% დახარჯა. პეკინში 2017 წლის ბოლოსთვის მეტროს 22 ხაზი აშენდა, და ქალაქის მიწისქვეშა სალიანდაგო სისტემის სიგრძემ 608 კილომეტრი შეადგინა, ხუთი წლის წინ ეს ციფრი მხოლოდ 442 კმ იყო.
ამავდროულად გაიზარდა ქალაქის სწრაფი ავტომაგისტრალების სიგრძეც 1,01 ათას კილომეტრამდე. ხოლო 691-დან 907 კილომეტრამდე გაიზარდა ე.წ. ბასლაინების სიგრძე.
კოკა კვირკველია