2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 209.2 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 50.1 მილიონით ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2016 წლის დეკემბრით ეს მაჩვენებელი 159.1 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, როგორც მიმოხილვაშია ნათქვამი, გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 77.1 მილიონი ლარი შეადგინა და 55.4 მილიონი ლარის ოდენობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა.