მთავრობა სტრატეგიული ობიექტების ნუსხას ადგენს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობას სტრატეგიული ობიექტების ნუსხის დამტკიცება დაევალა.ცნობილია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ნუსხას სპეციალური სამუშაო ჯგუფი გამოავლენს. რა კრიტერიუმით განისაზღვრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქონების სტატუსი, რომელი ობიექტები მოხვდება განახლებულ ნუსხაში, ან რას ნიშნავს ცნება "სტრატეგიული ობიექტი" - ამ საკითხებზე მსჯელობა და კამათი დღემდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის გარკვეული, რომ კრიტერიუმები ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით განისაზღვრება, ხოლო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ქონებას მიენიჭება.

ექსპერტების შეფასებით, ასეთ ობიექტებს შეიძლება მივაკუთვნოთ რკინიგზა, მაგისტრალური გაზსადენები, ელექტროსისტემა, კავშირის სისტემები, ნავმისადგომები, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები და ა.შ... სპეციალისტები ამბობენ, რომ საომარი მოქმედებების დროს წისქვილკომბინატიც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის როლს ასრულებს.

იხილეთ ვრცლად