საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში 4,080 არადეკლარირებული სიგარეტი საქართველოს მოქალაქეების - ა.ი-ის, კუთვნილი ავტომობილისა და საქართველოს მოქალაქეების რ.ა-ს, ფ.ო-ს, ა.ა-ს, გ.გ-ს, მ.ო-სა და ს.ა-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ა.ი-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო დანარჩენ სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა - ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.