ჰელსინკის პორტი 2017 წელს ევროპის ყველაზე მსხვილი პორტი გახდა მგზავრთნაკადის მიხედვით. როგორც ფინური სახელმწიფო ტელერადიოკომპანია იუწყება, ის 12,3 მილიონ ადამიანს მოემსახურა, რაც 2,4%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.
როგორც ცნობილი გახდა, ყველაზე დიდი რაოდენობით მგზავრი დაფიქსირდა ჰელსინკი-ტალინის მიმართულებაზე - 9 მილიონი (+3,2%), ამის შემდეგ კი დიდი ჩამორჩენით მეორეზეა სტოკჰოლმის მიმართულება 2,3 მილიონი მგზავრით.
ცნობისათვის, ბრიტანული პრესა წერს, რომ ფინელების ესტონეთში გადასვლა ძირითადად იაფ ალკოჰოლურ სასმელს უკავშირდება, მათი ინფორმაციით, ტალინში ერთი შეკვრა ლუდი 14 ევრო ღირს, ჰელსინკიში კი 49,6 ევრო. საერთოდაც, ფინეთში ალკოჰოლი 72%-ით ძვირია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.
ჰელსინკამდე მზავრთნაკადის მიხედვით ევროპის პორტებს შორის ლიდერი დიდი ბრიტანეთის პორტი დუვრი იყო.
ჰელსინკის პორტმა გასულ წელს პირველი ადგილი დაიკავა ფინეთში სატვრითო გადაზიდვების მხრივაც. საერთო მოცულობა 14,2%-ით გაიზარდა და 14,3 მილიონ ტონას მიაღწია. აქედან საერთაშორისო იყო 14 მილიონი ტონა.
კოკა კვირკველია