ახალგაზრდები VS უფროსი თაობა (+ვიდეო)

ახალგაზრდები მომავალ პროფესიებს ძირითადად ისეთი სფეროდან ირჩევენ, როგორიცაა აიტი სპეცილისტი, პიარი და მარკეტინგი. თუმცა, არსებობს პროფესიები, სადაც უპირატესობა უფროს თაობას ენიჭება.

დამსაქმებლის წინაშე ყოველთვის დგას არჩევანი სამსახურში ახალგაზრდა აიყვანოს თუ უფროს თაობას მიანიჭოს უპირატესობა.

რუსეთში 45 წლის ასაკის ადამიანები რთულად საქმდებიან.

კანდიდატები ჩივიან, რომ თუ რეზიუმეში ასაკს 40 ზემოთ მიუთითებენ, დამსაქმებელი გასაუბრებისთვისაც კი არ ურეკავს.

2008-2016 წლებში დოლინა კრემნიოვა ასაკობრივი დისკრიმინაციის 226 შემთხვევას შეესწრო.

2017 წელს ზოგმა კომპანიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვაკანსიები.

ეს ვაკანსიები მხოლოდ 26-36 წლის ახალგაზრდებმა ნახეს.

დამსაქმებლები უპირატესობას ახალგაზრდა კადრებს ანიჭებენ. ისინი უფრო აქტიურები არიან და ადვილად ითვისებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. უფროსი თაობისთვის რთულია ჩვევების შეცვლა და ტექნოლოგიებისთვის ალღოს აღება. ახალგაზრდებს ტექნოლოგიების ასათვისებლად უფრო ნაკლები დრო სჭირდებათ, ვიდრე უფროს თაობას. 

2011 წელს გერმანიის „მერსედესის“ ქარხანამ სამუშაოდ უფროსი თაობა მიიწვია. ამის შედეგად ქარხანაში პროდუქტიულობა გაიზარდა. როგორც წესი, ახალგაზრდები რუტინული სამუშაოსგან მალე იღლებიან.

2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ამერიკელი ინოვატორების საშუალო ასაკი 47 წელია. უფროსი თაობა დამსაქმებლის მიმართ უფრო ლოიალურია, მაშინ როცა ახალგაზრდებს კრიტიკა არ უყვართ და ნარცისიზმისკენ არიან მიდრეკილი.

რეკრუტერები დამსაქმებელს ურჩევენ, კომპანიაში სხვადასხვა ასაკის ადამიანები აიყვანონ.

სხვადასხვა თაობის თანამშრომლები ავსებენ ერთმანეთს  და მათ შორის იდეების გაცვლა ნაყოფიერ შედეგს იძლევა.