უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ დაარსებულმა კომპანიამ Roshen, საკუთარი კომპანია სავაჭრო მარკის „კიევური ტორტის“ ყველა სერიის ერთადერთ მფლობელად გამოაცხადა.
როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება გამყარებულია სახელმწიფო მოწმობებით, რომელიც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერაა გაცემული.
გარდა ამისა, კომპანიას საკუთარ გადაწყვეტილებაში მოჰყავს საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგი, სადაც გამოკითხული რესპოდენტების 72% მიიჩნევს, რომ „კიევური ტორტი“ ასოცირდება კომპანია Roshen-თან.
საკუთარი უფლების დასაცავად მიმდინარე თვეს Roshen-მა მიმართა სასამართლოს მაღაზიათა ქსელ „აშანში“ შეწყვიტონ ამ სახელწოდების ტორტების რეალიზაცია. უკრაინის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კი დეკემბერში კომპანია «Киевхлеб» 219 ათას გრივნად დააჯარიმა Roshen-ის ტორტების საფირმო შეფუთვას მიმსგავსებული დიზაინის გამოყენების გამო.
ცნობისათვის, კომპანია Roshen 350 დასახელების საკონდიტრო პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაშია საწარმოები უკრინაში, ლიტვასა და უნგრეთში. ამჟამად კი მიმდინარეობს ბისკვიტების საწარმოს მშენებლობა ბორისპოლში, ხოლო რუსეთში მოქმედი ერთადერთი ქარხანა გასული წლის აპრილში დაიხურა. გაპრეზიდენტების შემდეგ პეტრო პოროშონეკომ კომპანიის გაყიდვა არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ, საბოლოოდ კი ის მმართველობაში გადაეცა კომპანიას Rothschild Trust.
კოკა კვირკველია