კახა კალაძე პრობლემური სამშენებლო ნებართვების გადახედვას არ გამორიცხავს

"ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით პრობლემები ახლა არ დაწყებულა და ის წლების განმავლობაში დაგროვდა.

"ის, რომ მშენებლობის ნებართვები გაცემულია, ამაში საგანგაშო არაფერია. მთავარია ის, რომ არის კონკრეტული ადგილები, სადაც მშენებლობის განხორციელება პრობლემაა. ეს არ არის გუშინ და დღეს დაწყებული პრობლემები, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მოგვარება და მუშაობა დაწყებული გვაქვს. კონკრეტულ ნაბიჯებს და ღონისძიებებს უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ. ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად", - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა არ გამორიცხა, რომ პრობლემური ნებართვები გადაიხედოს.

"თუ ნებართვა არის პრობლემური, პრობლემას უქმნის კონკრეტულ ლოკაციას და არასწორია მშენებლობის განხორციელება ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ზომები იქნება მიღებული",- განაცხადა კალაძემ.