რომელია ქართველებისთვის სამუშაოდ სასურველი 5 ქვეყანა

ქართველებისთვის დროებით მუშაობისთვის ყველაზე სასურველი ქვეყნები: აშშ და გერმანიაა. ამის შესახებ IPM-ის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევა რეგიონის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, შესწავლილ იქნა რესპონდენტთა მოსაზრებები შემდეგ საკითხზე - რომელ საზღვარგარეთის ქვეყანაში იმუშავებდნენ ისინი დროებით თუ ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ.

კვლევა თითოეულ ქვეყანაში 1200 რესპონდენტზე ჩატარდა. საერთო ჯამში, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში დროებით მუშაობა სასურველია. კერძოდ, რეგიონის მოსახლეობისთვის დროებით სამუშაოდ სასურველი ქვეყნებია: აშშ, რუსეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

ქართველი რესპონდენტებიდან კი, რომლებსაც საზღვარგარეთ დროებით მუშაობა სურთ, ყველაზე მეტი - გამოკითხულთა 18% სასურველ ქვეყნად აშშ-ს ასახელებს; 15%-ს სურს გერმანიაში მუშაობა, ხოლო 8%-8%-ისთვის სასურველი ქვეყანა სამუშაოდ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთია. აღსანიშნავია, რომ ქართველების ფავორიტ 5 ქვეყანას შორის რუსეთიც მოხვდა. კერძოდ, რუსეთს სასურველ ქვეყნად გამოკითხულ რესპონდენტთა 7% მიიჩნევს.