ტაქსების შემდეგ რეგულირებას შესაძლოა, საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავი მინივენები დაექვემდებაროს.
ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„წლების წინ საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მხოლოდ ავტობუსები დადიოდნენ. შემდეგ უკვე მიკროავტობუსებზე მოხდა გადასვლა, რის შედეგადაც თბილისში რაიონებიდან დღის განმავლობაში 1 800-მდე რეისი მივიღეთ. ეს კი დიდ ქაოსს ქმნის და ვგეგმავთ მომავალში მათი მარშრუტებიც დავადგინოთ.
ამასთან, დღეს საქალაქთაშორისო მარშრუტებზე ძალიან ბევრი მინივენი მოძრაობს, რომელზეც არანაირი რეგულაცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ჩემი პირადი მოთხოვნა და ტრანსპორტის სამსახურის რეკომენდაცია იქნება, რომ მინივენები გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებაროს,“-აღნიშნა მუმლაძემ.