Samsung-ი გაძვირებული კობალტის გამო სმარტფონების გადამუშავებას დაიწყებს

სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung-ი ძველი სმარტფონების ელემენტებიდან კობალტის ამოღებას გეგმას.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი კობალტის ფასი გახდა, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ექსპორტზე დაწესებული გადასახადის გამო 2017 წელს 235%-ით გაიზარდა.

როგორც Bloomberg წერს, Samsung არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ცდილობს დამოკიდებულების შემცირებას აფრიკულ ქვეყანაზე, სადაც მსოფლიოში კობალტის წარმოების ნახევარი მოდის. თავად კობალტზე მოთხოვნა კი თავის მხრივ, მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნამ გამოიწვია, რომლის ელემენტებში ასევე გამოიყენება ეს ნივთიერება. შედეგად კი კონგოში გაიზარდა მისი წარმოება სკანდალების ფონზე, მათ შორის, ქვეყანას ადანაშაულებენ კობალტის მოპოვებაში ბავშვთა შრომის გამოყენებაში.

ცნობილი ხდება, რომ Samsung SDI აპირებს იმ კომპანიის აქციების შეძენას, რომელიც დაკავებულია ნარჩენების გადამუშავებით, ასევე გეგმავს კობალტის მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებას. ამ ეტაპზე არ კონკრეტდება ვისთან მიდის მოლაპარაკებები, თუმცა ნახსენებია კობალტის ორი მწარმოებელი კომპანია American Manganese Inc. და Umicore SA.

Samsung-ის ინფორმაციით, თუნდაც მილიონობით წარმოებული და „ფეთქებადი“ მოდელის Note 7-ის გადამუშავება რომ მოხდეს, ეს კომპანიას მისცემს 157 ტონა დამატებით კობალტს, სპილენძსა და სხვა ძვირფას მეტალს.

კორეული კომპანია არ არის ერთადერთი, რომელიც კობალტის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა - ამ იშვიათი მეტალით მორაგების შევსებას ცდილობენ ასევე Volkswagen, BMW და Panasonic.

გამოცემა Bloomberg-ს მოჰყავს კომპანია Umicore SA-ს ხელმძღვანელის მარკ გრინბერგის განცხადება, რომ თუ ასეთი მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდება ელექტრომობილებზე, მაშინ 2025 წლისთვის კობალტის დეფიციტი შეიქმნება.

კოკა კვირკველია