ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა, მოთხოვნამ კი 83 000 000 ლარი შეადგინა.
”მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.500%-ით, მაქსიმალური 7.590%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.573 %-ით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.