კომპანია INRIX-მა 2017 წლის მსოფლიო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე დიდი საცობებია. კვლევის ძირითადი პარამეტრი საცობებში დახარჯული დრო გახდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქალაქს, სადაც ყველაზე დიდი საცობებია და სადაც მოსახლეობა საცობებში ყველაზე დიდ დროს ატარებს.
1. ლოს-ანჯელესი, აშშ (წელიწადში საშუალოდ, 102 საათი)
2. მოსკოვი, რუსეთი (წელიწადში საშუალოდ, 91 საათი)
3. ნიუ-იორკი, აშშ (წელიწადში საშუალოდ, 91 საათი)
4. სან-პაულო, ბრაზილია (წელიწადში საშუალოდ, 86 საათი)
5. სან-ფრანცისკო, აშშ (წელიწადში საშუალოდ, 79 საათი)
6. ბოგოტა, კოლუმბია (წელიწადში საშუალოდ, 75 საათი)
7. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი (წელიწადში საშუალოდ, 74 საათი)
8. ატლანტა, აშშ (წელიწადში საშუალოდ, 70 საათი)
9. პარიზი, საფრანგეთი (წელიწადში საშუალოდ, 69 საათი)
10. მაიამი, აშშ (წელიწადში საშუალოდ, 64 საათი)