სინერჯი ჯგუფმა განაახლა ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე ინსაითების წერა.
ინსაითები იწერება მათთვის, ვისაც მართვა აინტერესებს და მოქმედ მენეჯერებს ეხმარება სწორი ყოველდღიური თუ გრძელვადიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ინსაითის ფორმა შერჩეულია ისე, რომ მკითხველმა მოკლე დროში მარტივად გაიგოს მთავარი იდეა.
insight.ge-ზე შეხვდებით ინსაითებს, როგორ გავხადოთ თანამშრომლები უფრო ინიციატივიანები, რა ხდება კონკურენტულ ბრძოლაში მთავარი, რას ნიშნავს კარგი ზარალი და რა შემთხვევაში შეიძლება ჯობდეს ის დღევანდელ მოგებას, როგორ ვაქციოთ მართვა სიამოვნებად და სხვა მენეჯმენტის, სტრატეგიული დაგეგმვის, გუნდური მართვის თუ ლიდერობის თემებზე.
იმისთვის, რომ ინსაითები მკითხველისთვის კიდევ უფრო მეტად საინტერესო და საჭირო თემებზე დაიწეროს, დაინტერესებულებს შეუძლიათ ბმულზე დააფიქსირონ სასურველი თემა და უახლოეს პერიოდში სინერჯი ჯგუფის კონსულტანტები მათი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე მკითხველს იმ თემაზე გაუზიარებენ თავიანთ მიგნებას.
(R)