ბიტკოინის ფასი 10 ათასს უახლოვდება

ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი ზრდას განაგრძობს და სავარაუდოდ, ძალიან მალე 10 ათას დოლარიან ნიშნულს გადალახავს.

გუშინ საღამოს მონაცემებით, კრიპტოვალუტის ფასმა CoinMarketCap-ზე 7,95%-თ მოიმატა და 9,3 ათასი დოლარი შეადგინა. Bitfinex-ზე ის 8,2%-ის 9,24 ათასამდე გაძვირდა ხოლო OKEx-ზე 8,19%-ით 9,25 ათასამდე. კიდევ ერთ სავაჭრო ბირჟა Coindesk-ზე მისმა ფასმა 9,27 ათასი დოლარი შეადგინა.

ამავე ციფრული ვალუტების სავაჭრო ბირჟებზე გაიზარდა სხვა კრიპტოვალუტების ფასიც: Ethereum +8,23% - 915,45 დოლარი, Ripple + 5,32%, 1,08 დოლარი, Bitcoin Cash +8,11%, 1338,23 დოლარი. საერთო ციფრული ვალუტების კაპიტალიზაცია კი 403,903 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გუშინ ტელეარხმა CNBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლება აპირებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის გამჭვირვალობას მეტი ყურადღება დაუთმოს და არ აკრძალოს, როგორც ამას ადრე აცხადებდა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის მიმართ ინვესტორებისთვის დამაიმედებელი განცხადებები გაკეთდა ევროპულ ბანკებშიც, რამაც საერთო ჯამში პოზიტიური მოლოდინები გამოიწვია და მისმა ფასმა ზრდა განაახლა.

კოკა კვირკველია