იაპონიის დედაქალქ ტოკიოში მდებარე ერთ-ერთი საჯარო სკოლის ინიციატივით ამ სკოლის მოსწავლეებმა განსაკუთრებული უნიფორმები უნდა მოირგონ, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, იტალიური მაღალი მოდის სახლის Giorgio Armani დიზაინითაა შექმნილი.
საუბარია სკოლაზე, რომელიც ქალაქის ელიტურ უბანში გინზაში მოდურ მაღაზიებთან ახლოს მდებარეობს, Armani-ს სათაო ოფისი კი სკოლიდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს.
Taimei Elementary School-მა წარმოადგინა უნიფორმა უკვე მომავალი მოსწავლეებისთვის, რომელსაც აპრილში ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მიიღებს და რომლის საცალო ღირებულება 80,000 იენს (729$) შეადგენს - წერს Huffington Post.
აღნიშნული გადაწყვეტილება სკოლის მოსწავლეების მშობლებში გაკვირვებას იწვევს. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ნამდვილად გასაოცარია რაში დასჭირდა საჯარო სკოლას ასეთი ძვირადღირებული ბრენდის უნიფორმების დანერგვა. მეორე მშობლის განცხადებით კი ის ღელავს მისი შვილის ცნობიერებაზეც, რომლის გონებაში დაილექება, რომ ძვირადღირებული პროდუქცია კარგია, ხოლო იაფფასიანი ცუდი.
როგორც თავად სკოლის მასწავლებელი ტოშიცუგუ ვადა აცხადებს, „არმანის“ უნიფორმების შემოღების გადაწყვეტილება მიიღეს სკოლის მდებარეობიდან გამომდინარე, რადგან ის არ იყოს ამოვარდნილი იმ საერთო ატმოსფეროდან, რომელიც შექმნილია გინზას უბანში.
სკოლის ხელმძღვანელობას ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ვადას მიერ სკოლის ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში წერია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ამომწურავ განმარტებას მალე გააკეთებს.
კოკა კვირკველია